Saturday, April 24, 2010

შესავალი

რამდენი ხანია, ბლოგის დარეგისტრირება მინდა. . .…საუკუნეა. ვერა და ვერ მოვაბი თავი. სულ ვამბობდი - აი, ახლა ამ პრობლემას მოვაგვარებ და მერე ბლოგსაც მივხედავ. . ჰოდა, უკვე 2 წელია, “ეს პრობლემა” არ დაილია, ამიტომ მეტს აღარ დავიცდი. ).

ჩემი ბლოგის არარსებობის მიზეზი მარტო თავმოუბმელობა არ ყოფილა – არც გამბედაობა მყოფნიდა. ახლაც ცოტათი მეშინია - იქნებ არავის მოეწონოს, რასაც დავწერ? რაღა დაგიმალოთ, არც იმაში ვარ დარწმუნებული, რომ ამ პოსტს დღის სინათლე ეღისრება.)). 

არა, არა. ასე არ მოვიქცევი. მოხდეს, რაც მოსახდენია. )))

პ.ს გმადლობ, რომ ჩემს პირველ პოსტს კითხულობთ. შემდეგი არ დააგვაინებს, გპირდებით.)).